ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

9 მაისი

9 May, 2023

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი გავიდა.

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გურჯაანში უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დიდების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

დღესვე, ზურაბ უტიაშვილმა ვეტერანების საქმეთა კახეთის სამმართველოს უფროსთან თამაზ კალატოზიშვილთან ერთად, სოფელ ჭანდარში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი, 100 წლის მარიამ ბეჟაშვილი მოინახულა და დღევანდელი დღე მიულოცა. მარიამ ბეჟაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთადერთი ვეტერანია, რომელსაც მერიისგან საჩუქრად 500 ლარი, სახელმწიფოსგან კი 1000 ლარი გადაეცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

გააზიარე