ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

9 მაისი

9 May, 2021

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76 წელი გავიდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, მერის მოადგილეებმა თეიმურაზ ზავრაშვილმა, სიმონ ქოჩორაშვილმა და ვეტერანების საქმეთა კახეთის სამმართველოს უფროსმა თამაზ კალატოზიშვილმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დიდების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

დიდების მემორიალზე, ტრადიციულად, წელსაც იყვნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებმაც პატივი მიაგეს თავიანთი სოფლებიდან დაღუპული გმირების მემორიალებს და ყვავილებით შეამკეს.

ამ დროისთვის, გურჯაანში ერთადერთი ვეტერანი ქალბატონია - 99 წლის მარიამ ბეჟაშვილი, რომელსაც მერია, ფულად თანხას გადასცემს. ვეტერანები, ასევე მიიღებენ მთავრობისგან დაწესებულ ერთჯერად დახმარებას - 1000 ლარს და პრეზიდენტის საჩუქარს.

გააზიარე