ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

10 April, 2023

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა,  შვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კარდენახში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

" დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და   მნიშვნელოვანი  ფურცელია. დღე რომელსაც ჰყავს  საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი 21  გმირი, რომელთა თავდადებამ  ჩვენი ქვეყნის მომავალი განსაზღვრა. დღეს პატივი მივაგეთ ჩვენი დროის გმირებს, რომელთა სახელებს არასდროს დაივიწყებს ქართველი ერი. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე! მადლობა მათ თავგანწირვისთვის და თავისუფლებისთვის! " - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი. 

 

გააზიარე