9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 25.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა
9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 25.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება - 7.9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, 40-მდე სამაცივრე მეურნეობა მუშაობს.