8 აგვისტო გურჯაანში
2008 წლის აგვისტოს ომიდან, 16 წელი გავიდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომის გურჯაანელი გმირების - ზემო კაჭრეთელი სოსო ღვინიაშვილის და ვაჩნაძიანელი ალექსი ნატროშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
დიდება გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირეს!