ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

4 ივლისის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტზე გასულია 4615 ტონა ატმის და ვაშლატამის მოსავალი

5 ივლისი, 2021

4 ივლისის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტზე გასულია 4615 ტონა ატმის და ვაშლატამის მოსავალი.

 დღეის მდგომარეობით უმაღლესი ხარისხის ვაშლატამას ფასი სამაცივრე მეურნეობებში 1,30 ლარიდან 1,70 ლარამდე მერყეობს, ხოლო ატმის - 1 ლარიდან, 1,30 ლარამდე.

 ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა, გასული წლის მსგავსად, “ერთი ფანჯრის პრინციპით” ხორციელდება, რაც ხელს უწყობს
ექსპორტიორებს გამარტივებული წესით
მოხდეს პროდუქციის გატანა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, სოფელ ჩუმლაყში 40-მდე სამაცივრე მეურნეობა შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

გააზიარე