3 აპრილიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება
3 აპრილიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.
გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს.
მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს.
მსურველებს, პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, წელსაც აქტიურ დახმარებას გაუწევს გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატის პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ბიურო. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ბიუროს ოფისს.