2024 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მლნ 335 ათასი ლარია გამოყოფილი
2024 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მლნ 335 ათასი ლარია გამოყოფილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალური დახმარების პროგრამა 18 ქვეპროგრამას მოიცავს:
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ;
ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;
ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება;
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება;
მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება;
ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომის დაფინანსება;
ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარება ;
მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება;.
დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფა;
უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
ხანდაზმულ პირთა დახმარება;
ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება;
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება;
სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;
შშპ პირთა დახმარება;
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება;