2019 წელს სოფელ შაშიანში ე.წ. პავლეაანთ უბნის გზის რეაბილიტირდა
გამოქვეყნების თარიღი:
12 თებერვალი, 2020
დასრულების თარიღი:
12 თებერვალი, 2020
2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ შაშიანში ე.წ. პავლეაანთ უბნის გზის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა საუბნო გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი და დაიდგა საგზაო ნიშნები. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ შაშიანში სამი შიდა საუბნო გზის: საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და ე.წ პავლეაანთ უბნის გზების რეაბილიტაცია განახორციელა. შაშიანის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელბელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა.