ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

1 ივნისი გურჯაანში

1 ივნისი, 2021

გურჯაანში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა.

ანიმატორებმა და ანიმაციური ფილმების გმირებმა, ბავშვებთან ერთად, დრამ-შოუს თანხლებით, ქალაქის ქუჩები მოიარეს. შემხვედრ პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს. ანიმატორებმა ბავშვები ბუშტებით და პირბადეებით დაასაჩუქრეს.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

გააზიარე