ველისციხის გენერალური რეგულირების გეგმის წარდგენა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სოფელ ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე, არქიტექტორმა გია აბულაძემ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები, აუდიტორიას, დეტალურად გააცნო. მას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ველისციხის თეატრს, მოედანს, პარკს და ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელ სახლს.