ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

აგროწარმოების ხელშეწყობა

* შენიშვნა  პროგრამის ბიუჯეტიდან გამომდინარე პირველ ჯგუფის (პირველადი წარმოების კომპონენტი) განაცხადების მიღება შემდეგი მიზნობრიობით:

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობის შეძენა
  • თაფლის წარმოების თანადაფინანსება
  • მოსავლის პირველადი დამუშავება/გადამუშავებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა
  • მოსავლის პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა

და მეორე ჯგუფის (გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი) განაცხადების მიღება შეჩერებულია.

პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. 
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.

პროგრამის მიზნები:

• პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
• არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
• ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;

პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
• პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
• გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი/ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;

პროგრამის პრიორიტეტები:
პროგრამის განხორციელების მიზნობრივი გეოგრაფიული არეალია:

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.

* შენიშვნა აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქ.თბილიში 30 წლამდე ახალგაზრდებსა და მდედრობითი სქესის წარმომადგეელ ბენეფიციარებზე,რომელთაც სურთ თანადაფინასების მიღება ყვავილების სასათბურე მეურნეობის მოწყობის/რეალიზაციის მიზნით.

პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:

* შენიშვნა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნარგავებით შემოღობვა(ე.წ. მწვანე შემოღობვის უზრუნველყოფა).

• ხურმა; 
• ვაშლი;
• ატამი; 
• ბოსტნეული; 
• დაფნა; 
• თაფლი;
• კენკროვანი კულტურები;
• თაფლოვანი კულტურები;
• კაკალი;
• ყვავილების კულტურები.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

გააზიარე