ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

30 აგვისტო, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გიორგი კუპრაშვილთან ერთად, ქალაქ გურჯაანში ნავთის ხევის ახალი კოლექტორის მშენებლობის პროცესი მოინახულა.

ახალი კოლექტორის მოსაწყობად, მთავრობის განკარგულებით, 955 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მონოლითი 2020“ ასრულებს. ნავთისხევის კოლექტორი ექსპლუატაციაში 2025 წლის დასაწყისში შევა.

აღნიშნული კოლექტორი გასულ წელს მომხდარი სტიქიის დროს, ნაშალისგან ამოივსო და მისი სრული გაწმენდა ტექნიკურად შეუძლებელი იყო, აუცილებელი გახდა ახალი კოლექტორის მშენებლობა.

გიორგი მაჭავარიანმა ასევე მოინახულა სოფელ ძირკოკში მიმდინარე შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია უტარდება 725 მეტრი სიგრძის გზას.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 440 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი დიდუბე" ასრულობს.

გააზიარე