ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

3 სექტემბერი, 2024

ქალაქ გურჯაანში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტი მოიცავს აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, კომუნიკაციების, ელექტრო ენერგიის, ინტერნეტის სადენების მიწისქვეშ მოქცევას, გარე განათების და ტროტუარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის ამოცვლა, რომლის დასრულების შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი დიდუბე" შეასრულებს, რისთვისაც 2 112 115 ლარია გამოყოფილი.

პროექტი გარდამავალია და 2025 წელს დასრულდება.

გააზიარე