ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს

11 ოქტომბერი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეაბილიტაცია უტარდება მე - 14, 25 - ე და 28 - ე ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო.

აღნიშნული გზების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს "გზების და მშენებლობის ჯგუფი" ახორციელებს, რისთვისაც ჯამში 833 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე