გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ღვინის ფესტივალის ფარგლებში 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ღვინის ფესტივალის ფარგლებში 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
გურჯაანთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები: ესპანეთის ლაგუარდიას, ლიეტუვას პაკრუოისის, სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცას, სომხეთის დილიჟანის წარმომადგენლები ეწვივნენ და საინტერესო შეხვედრები გამართეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და ერთობლივი პროექტები განიხილეს. დაიგეგმა სხვადასხვა პროექტის განხორციელება ტურიზმის, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კოლეჯ „აისს“ და ლიეტუვას „ჯონისკის სასოფლო-სამეურნეო სკოლას“ შორის. შეთანხმების თანახმად, სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის მოხდება საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული გამოცდილების გაცვლა; განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო საქმიანობა; მოეწყობა ერთობლივი სემინარები, კონფერენციები და სხვა.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს კახეთის ღირსშესანიშნაობები.
ვიზიტის მიზანი კულტურის, განათლების, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო.