სოფელ ვაზისუბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის მიხედვით მოასფალტდება 1600 მეტრი სიგრძის გზა, ეწყობა ორმხრივი სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 114 000 ლარი დაიხარჯება.