შაშიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ შაშიანში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, სოფელ შაშიანში მე-2, მე-4, მე-7, მე-12 გზის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 798 000 ლარით ფინანსდება.