ქალაქ გურჯაანში „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" გაიხსნა
ქალაქ გურჯაანში „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალი გაიხსნა.
ფილიალის გახსნის ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მედიქალ ვორლდის ჰოლდინგის“ დამფუძნებლის ლევან ქობალიას განცხადებით საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სამედიცინო ლაბორატორიაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 1000-ზე მეტი დასახელების ლაბორატორიული კვლევა ჩაიტარონ.