გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას 3 მაისიდან დაიწყებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას 3 მაისიდან დაიწყებს.
M3 კატეგორიის სამგზავრო მარშრუტის ტარიფი 1 ლარით განისაზღვრა.
შეღავათიანი ტარიფით - მგზავრობის საფასური 0,50 თეთრი, ისარგებლებენ შემდეგი მოქალაქეები:
პენსიონერები;
იძულებით გადაადგლებული პირები;
ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები;
სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000;
მრავალშვილიანი ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000;
ა(ა)იპ " მოქალაქეთა თანადგომის" ბენეფიციარები;
გურჯაანის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები;
უფასო მგზავრობით ისარგებლებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები.
გადახდა განხორციელდება საქართველოს ბანკის პლასტიკურო ბარათებით.
შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებმა, მათზე მორგებული სპეციალური პლასტიკური ბარათის ასაღებად, აუცილებელია მიმართონ საქართველოს ბანკის ფილიალებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა, რომლის ფარგლებში, გურჯაანმა „ისუზუს“ ფირმის 10 ერთეული, 8 მეტრიანი ავტობუსი მიიღო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.