ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ვეჯინში, ამაღლების ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

6 ივნისი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ამაღლების ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს გიორგი კუპრაშვილთან ერთად, ადგილზე მოინახულა.

პროექტის მიხედვით, მოასფალტდება 658 მეტრი სიგრძის გზა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 331 977 ლარი დაიხარჯება.

გზის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “იმედი დიდუბე” ასრულებს.

გააზიარე