ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერმა კაჭრეთში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

15 მარტი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად სოფელ კაჭრეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ამ დროისთვის, სოფელ კაჭრეთში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ორი პროექტი მიმდინარეობს: საბავშვო ბაღისკენ მიმავალი 305 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა და 4 საერთო საცხოვრებელი კორპუსის ეზოების რეაბილიტაცია.

ორივე პროექტეზე ჯამში 471 000 ლარი იხარჯება.

გააზიარე