ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ გურჯაანში ბეტონის საფარის მოწყობა გრძელდება

22 თებერვალი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ყველაწმინდისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ, ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, ბეტონის საფარი მოეწყობა 430 მეტრი სიგრძის გზაზე, ხოლო 900 მეტრზე ასფალტი დაიგება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 544 570 ლარით ფინანსდება.

გააზიარე