ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

14 თებერვალი, 2024

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და მერის მოადგილემ კონსტანტინე ბერიძიშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ სოფელ ვაზისუბანში, სოფელ ჩუმლაყში და სოფელ გურჯაანში მიმდინარე შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაობს.

სამივე აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ამ დროისთვის, 8 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული.

გააზიარე