ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის პროგრამა - არაშენდა, დარჩეთი, ქოდალო, ფხოველი, ზიარი

7 თებერვალი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი სოფლების: არაშენდის, დარჩეთის, ქოდალოს, ფხოველის და ზიარის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა, ის პრიორიტეტული პროექტები, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ სოფლებში განხორცილდება, ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიეს.

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 520 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე