სოფლის პროგრამა - ჩალაუბანი, მელაანი, კაჭრეთი, ზ.კაჭრეთი, ნანიანი, ჯიმითი
დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩია, ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ჯიმითის და ნანიანის მოსახლეობამ.
ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი შეხვდნენ.
ის მცირე მასშტაბის პროექტები, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ამ სოფლებში განხორციელდება, ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 520 000 ლარი დაიხარჯება.