ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის კულტურის ცენტრში ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლ “გურჯაანის” კონცერტი გაიმართა

1 თებერვალი, 2024

გურჯაანის კულტურის ცენტრში ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლ “გურჯაანის” კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება ანსამბლ “გურჯაანის“ დამაარსებლის ავთანდილ გურგენიძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა მიიღეს ცეკვის ანსამბლებმა “გურჯაანი”, „ყველაწმინდა“ და “ყველაწმინდა 2”.

ა(ა)იპ ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლ ,, გურჯაანის” სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ გურგენიძე, კულტურის სფეროში ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობისგან, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

კონცერტის დასასრულს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ხატია ზაკალაშვილმა, სიგელი, თვითმმართველობის სახელით, მის ვაჟს, ა(ა)იპ ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლ გურჯაანის ხელმძღვანელს პაატა გურგენიძეს გადასცა.

გააზიარე