ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - კახიფარი, ვაჩნაძიანი, კალაური

30 იანვარი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილესთან კონსტანტინე ბერიძიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კახიფრის, ვაჩნაძიანის და კალაურის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლის განხორცილებაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სურთ. სწორედ, მათ მიერ, ხმათა უმრავლესობით შერჩეულ პრიორტიტზე დაიხარჯება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და ადგილობრივები თავად გადაწყვეტენ რაზე დაიხარჯოს პროგრამით, მათი სოფლისთვის, გათვალისწინებული თანხა.

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 520 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე