წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჩუქრად, კომპიუტერები გადაეცათ.
პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი'' ფარგლებში საჩუქარი გურჯაანის 18 საჯარო სკოლის 76 - მა მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია, 10 ქულა დამრგვალების გარეშე.
წარჩინებულ მოსწავლეებს ჯილდო საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა გადასცეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა.