შეხვედრა გურჯაანში
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა.
გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიაში არსებული დიაგნოსტიკის მიმართულებები, დანერგილი კვლევის მეთოდები და ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს.