ოფიციალური ვიზიტი ბასკეთში
ოფიციალური ვიზიტით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული და მიხეილ სარჯველაძე, ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.
ვიზიტისას, დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბასკეთის პარლამენტის პრეზიდენტთან ბაკარტო ტეხერია ოტერმენთან (Bakartxo Tejeria Otermin) და ბასკეთის ნაციონალური პარტიის პრეზიდენტთან ანდონი ორტუზართან (Andoni Ortuzar Arruabarrena).
შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს საერთო თანამშრომლობის სფეროებზე და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებები განსაზღვრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და კავშირების გაფართოების პერსპექტივას.
ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ბასკეთის კულინარიის ცენტრში, ასევე შეხვდნენ ბასკეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის პოლიტიკის ვიცე-მინისტრს ბიტორ ოროზს (Bittor Oroz).
შეხვედრა, ბიზნესის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებასა და იმ უპირატესობის გამოყენებას შეეხო, რის შესაძლებლობასაც თავისუფალი ვაჭრობა იძლევა.
საუბარი შეეხო გურჯაანში კავკასიის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას. აღნიშნული პროექტი ბასკეთის კულინარიის ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.