ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანმა კახეთის ღია პირველობას ცურვაში უმასპინძლა

31 ოქტომბერი, 2023

გურჯაანმა მოცურავე ვაჟთა და გოგონათა კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს "გურჯაანის სპორტული გაერთიანების" სპორტსმენებმა, რომლებმაც 10, მათ შორის 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. მარიამ გოგიაშვილმა სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა, მარიამ პაპუნაშვილი, მარიამ გეთიაშვილი და ნინო ზარდიაშვილი კი - ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

გურჯაანის გუნდი მწვრთნელი გიორგი ჯეჯელავას ხელმძღვანელობით, გუნდური ესტაფეტის გამარჯვებულიც გახდა.

კახეთის ღია პირველობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ესწრებოდა.

გააზიარე