ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში "ღვინის დღეები"ფარგლებში "გურჯაანის ღვინის ფესტივალი" გაიმართა

15 ოქტომბერი, 2023

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით "ღვინის დღეები" გაიმართა გურჯაანში.

ღვინის დღეების ფარგლებში, ასევე, აღინიშნა "გურჯაანის ღვინის ფესტივალი".

ახტალის პარკში მოეწყო მეღვინეებისა და მეწარმეების კუთხე, შემოდგომისა და ღვინის თემატიკისთვის დამახასიათებელი ფოტოზონები, საბავშვო გასართობი და კულინარიული სივრცეები.

საფესტივალო პროგრამა თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა, გაიმართა ქართული ღვინოებისა და ადგილობრივი წარმოების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინისა და კახური ტკბილეულის დეგუსტაცია, ჩატარდა ჩურჩხელების ამოვლებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული სამზარეულო და კახური მწვადი.

საფესტივალო პროგრამას გურჯაანში მუსიკალურად აფორმებდნენ ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებელები: ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, თინათინ ბასოშვილი, ტატო გოდერძიშვილი, სალომე მირიანაშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ფოლკლორული ანსამბლები - „გურჯაანი“ და „ხარება“, მაია ჩუგოშვილი, ნათია ქოროღლიშვილი, „ქართული ხმები“, გელა დონაძე, ანუკი ცქვიტინიძე, თეატრალური კვარტეტი, ბენდი „Non Stop“, ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია და შერეკილები.

 სამუსიკო სკოლების გაერთიანების აღსაზრდელები - თამცი რუაძე და „ბავშვთა კვარტეტი“: მარიამ არევაძე, თამარ ოდლომიშვილი, თიკა ვარდიაშვილი, მართა ხატიაშვილი.

ასევე Leko’s Studio - ლიკუნა ტურიაშვილი, ელისაბედ ცხვედენაშვილი, ნინი კენჭაშვილი, ერეკლე მინდიაშვილი, ანამარია სიბაშვილი, ნინი წინწალაშვილი, ქეთო ზაკაშვილი, ნიაკო შავლიაშვილი, თიკო ღვინიაშვილი, დეაკო ტეტელოშვილი

 საღამო Bedford Falls-ის კონცერტით დასრულდა.

გააზიარე