ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერმა მიმდინარე პროექტები მოინახულა

5 ოქტომბერი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

სოფელ ვეჯინში შიდა საუბნო გზაზე, 902 მეტრზე უკვე დაგებულია ასფალტის ერთი ფენა, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 639 936 ლარით ფინანსდება.

სოფელ მუკუზანში მედიათეკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მედიათეკაში მოეწყობა როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

გააზიარე