ლერი გელენავა გურჯაანის საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელთან ნატა რუაძესთან და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მ/შ ხატია ზაკალაშვილთან ერთად, საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე, ახალი სასწავლო - სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების მზაობის საკითხები განიხილეს.
გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებები ახალ სასწავლო - სააღმზრდელო წელს, განახლებული ავეჯით ხვდება. მიმდინარე წლის ზაფხულში, ა(ა)იპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ, ახალი ავეჯი 37 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის შეიძინა.
გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალ სასწავლო - სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება.