ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გურჯაანელების წარმატება

12 სექტემბერი, 2023

ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, გურჯაანელმა სპორტსმენებმა - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2023 წლის მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონი და პირველი ადგილის მფლობელი, მარჯვენა მკლავით, თენგო ნაცვლიშვილი გახდა, მან ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარცხენა მკლავით. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნოდარ შანყულაშვილმა და შოთა რაქვიაშვილმა (18 წლამდე ასაკში) , ხოლო ლევან საკაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გურჯაანის მკლავჭიდელთა გუნდს ალექსი ზავრაშვილი ხელმძღვანელობს.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარაზეს გურჯაანელმა პარასპორტსმენებმაც – გიორგი კასრელიშვილმა და ზაური ქათამაძემ, რომლებიც ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მსოფლიო ჩემპიონებს, პრიზიორებს და მათ მწვრთნელს მოპოვებულ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.

გააზიარე