ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ლერი გელენავამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

17 აგვისტო, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

სოფელ ძირკოკში, ღია საჭიდაო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 006 ლარია გამოყოფილი, ხოლო სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზების მოხრეშვის სამუშაოებზე 28 181 ლარი დაიხარჯება.

ამ დროისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული 10 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

გააზიარე