ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ლერი გელენავამ სოფელ ჩუმლაყში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მოინახულა

4 ივლისი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. მიშა არევაძის უბნის გზის რეაბილიტაცია მოინახულა.

სამუშაოების ფარგლებში მოასფალტდება 1645 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "მშენებელი" ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 437 729 ლარით ფინანსდება.

გააზიარე