ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების დაქსელვის და აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების დაქსელვის და აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
● ახაშენი-ჭერმის წყლის სათავეზე, განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები;
● სოფლებში: ახაშენი, გურჯაანი, შესრულდა საშემდუღებლო სამუშაოები, აღდგა ცენტრალურ მაგისტრალურ და საუბნო ხაზებზე არსებული დაზიანებები და მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიეწოდება წყალი;
● დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები სრულად აღდგენილია შემდეგ სოფლებში: ველისციხე, ახაშენი, გურჯაანი, ძირკოკი, ვეჯინი, კაჭრეთი;
● სოფელ ახაშენში, ე.წ. "შანიძეების უბანში" მოეწყო 100 მეტრი სიგრძის ახალი საუბნო ხაზი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;
● სოფლებში: ვეჯინი, კარდენახი, დამონტაჟდა 2 წყლის საქაჩი ტუმბო, მოეწყო 2 ელექტრო კარადა.
● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 5 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ველისციხე, ვეჯინი, ბაკურციხე (2), კარდენახი;
● დაიქლორა წყლის რეზერვუარები შემდეგ სოფლებში:
შაშიანი, ჭანდარი, კაჭრეთი, ნანიანი;
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
● სოფლებში: მუკუზანი, ახაშენი, კაჭრეთი, გაიწმინდა სანიაღვრე არხები;
● სოფელ ზეგაანში მოსწორდა და გაიწმინდა მინი-სტადიონის მიმდებარე ტერიტორია;
● სოფელ ჭერემში მოიხრეშა და მოსწორდა სოფლის და კვირიკეს ეკლესიის მიმართულებით მისასვლელი გზები;
● მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ახაშენი, ჩუმლაყი, ძირკოკი, ვეჯინი, კაჭრეთი.