იზა ჭიკაიძის საღამო
ქალაქ გურჯაანის მუსიკალური სკოლის დარბაზში, პოეტ იზა ჭიკაიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე, სამუსიკო სკოლის გოგონათა კვინტეტმა, სამუსიკო სკოლის პედაგოგის მაია ჩუგოშვილის მიერ იზა ჭიკაიძის ლექსზე დაწერილი სიმღერა შეასრულა, რომელიც პოეტისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
საღამოს დასასრულს, ზურაბ უტიაშვილმა, იზა ჭიკაიძეს, ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. სიტყვით გამოვიდა კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძეც.
ღონისძიება ბიჭუნათა ანსამბლი "გურჯაანის" გამოსვლით დასრულდა.