ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

პროექტის "ქალის ძალა, ქალის მომავალი" შეხვედრა გაიმართა

17 მარტი, 2023

გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის და "ქეა კავკასიის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, "ქალის ძალა, ქალის მომავალი" პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პროექტით დაინტერესებული ქალბატონები დაესწრნენ, სადაც განიხილეს მეწარმე ქალთა გაძლიერების საკითხები, სხვადასხვა საგრანტო პროგრამა და მათი სარგებლიანობა.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, სამართლიანობისა და მეწარმეობის ხელშეწყობა, დღეს შეხვედრა ასევე გაიმართა სოფელ ველისციხეში.

სამწლიანი პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის ლედი ტურიაშვილის ჩართულობით გაიმართება.

გააზიარე