ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრა ა(ა)იპების თანამშრომლებთან

7 მარტი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მერის მოადგილე ლერი გელენავასთან ერთად, ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის და ა(ა)იპ გურჯაანის მოსწავლე ახალგაზრდობის საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნულ ორგანიზაციებში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

როგორც იცით, გასულ წელს, ქალაქ გურჯაანის კულტურის ცენტრის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლის დროსაც დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, ასევე შეიცვალა ძველი კარ-ფანჯარა. ამდროისთვის კი მიმდინარეობს ველისციხის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი სამუშაო შეხვედრებს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთან გამართავს.

გააზიარე