შეხვედრები ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობასთან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ უტიაშვილს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობასთან ჰქონდა.
ადგილობრივებმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებად სკვერის, მოწყობა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასახელეს.
მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, სოფელ ჩუმლაყში 20 000, ხოლო ყიტაანში 12 000 ლარი დაიხარჯება.