ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აგრძელებს
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
● სოფელ ჩუმლაყში დამონტაჟდა ერთი ახალი წყლის საქაჩი ტუმბო;
● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული ათი ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ვაზისუბანი, ველისციხე, მუკუზანი, ჩუმლაყი (3), გურჯაანი, მელაანი (2), არაშენდა;
● დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები დროულად და სრულად აღდგა შემდეგ სოფლებში: ჭერემი, ჩუმლაყი, გურჯაანი, ჭანდარი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
● მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ჩუმლაყი, გურჯაანი, ბაკურციხე, არაშენდა, დარჩეთი;