გურჯაანის მუნიციპალიტეტში სკვერების, მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა ხორციელდება
მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის 20 ინფრასტრუქტურული პროექტის - სკვერების, მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა ხორციელდება.
წლის ბოლოსთვის გურჯაანში 9 ახალი მინი სპორტული მოედანი იქნება: ქალაქ გურჯაანში, სოფელ გურჯაანში, ბაკურციხეში, კაჭრეთში, ზემო კაჭრეთში, არაშენდაში, ნანიანიში, ქოდალოსა და დარჩეთში;
დასასრულს უახლოვდება 4 სავარჯიშო სივრცის მოწყობა:
ორი ქალაქ გურჯაანში, ნანიანსა და არაშენდაში;
წლის ბოლოსთვის ასევე დასრულებული იქნება 7 საბავშვო სკვერის მოწყობა: ქალაქ გურჯაანში, სოფელ გურჯაანში, არაშენდაში, კარდენახში, ბაკურციხეში, ნანიანსა და ზემო კაჭრეთში.