კახეთში რეგიონული "ფესტივალი ჭაჭა" გაიმართა
კახეთში რეგიონული "ფესტივალი ჭაჭა" გაიმართა.
ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ქ. თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი შემოდგომის თემატური კუთხეები.
"ფესტივალი ჭაჭა - 2022"- ის ოქროს მედალი გურჯაანულმა ჭაჭამ "ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო" მოიპოვა.
ვერცხლის მედალი აიღო "ზურაბ კვირიაშვილის ვენახებმა" - თელავის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ბრინჯაო "მუხიგული 1770" -მა ბოლნისის მიკროზონიდან.
ფესტივალის მიზანია ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არაყის, როგორც დაცული
რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაცია, ჭაჭის მწარმოებელი ფერმერების, გლეხების, მცირე მარნებისა და კომპანიების წახალისება-ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოებული საუკეთესო ჭაჭის ნიმუშების გამოვლენის გზით.