ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ზვიად შანყულაშვილის სახელობის მკლავჭიდელთა საერთაშორისო ტურნირი

3 აგვისტო, 2022

გურჯაანის სპორტკომპლექსში გურჯაანელი მკლავჭიდელის, ზვიად შანყულაშვილის სახელობის მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში წარმატებით იასპარეზეს გურჯაანელმა მკლავჭიდელებმა და ჯამში 5 მედალი, მათ შორის, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

ოქროს მედლის მფლობელი თენგო ნაცვლიშვილი (80 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები მოიპოვეს შოთიკო რაქვიაშვილმა (60 კგ. ) და გიორგი წიკლაურმა(70 კგ.).

მესამე ადგილის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გახდნენ ნოდარ შანყულაშვილი (60 კგ.) და ზაზა ლომიძე (მძიმე წონით კატეგორია). ​​

ტურნირის ფარგლებში, ასევე ჩატარდა "ვენდეტა", რომელშიც სამი გურჯაანელი მკლავჭიდელი მონაწილეობდა და სამივემ წარმატებას მიაღწია.

"ვენდეტაში" გამარჯვებულები და პირველი ადგილის მფლობელები არიან - ნიკა ქევხიშვილი, ლევან საკაშვილი და თენგო ნაცვლიშვილი.

ტურნირი ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა ესწრებოდა.

გააზიარე