სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამის პირველი კვარტლის ანგარიში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი), 270 - მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 80 574 ლარი გაიცა.
სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა გურჯაანში რეგისტრირებული მოქალაქეების ოპერაციებისა და სამედიცინო კვლევების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.