გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა თოვლისგან იწმინდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა თოვლისგან იწმინდება.
ა(ა)იპ " გურჯაანის დასუფთავების სამსახურის" მიერ, ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელ 7 კმ-იან მონაკვეთზე, მეორე დღეა იყრება ტექნიკური მარილი.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ასევე, თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზის ბარჯისხევის მონაკვეთზე, რომელსაც საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
ა(ა)იპ "გურჯაანის დასუფთავების სამსახური" მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მარილის გაშლა სხვა მონაკვეთებზეც მოხდება.