ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"ღVINOთონის" პირველი დღე გურჯაანის ტექნოპარკში

11 დეკემბერი, 2021

დღეს, გურჯაანის ტექნოპარკში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და GITA-ს ერთობლივი პროექტის "ღVINOთონი" პირველი დღე გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს სანდრო კანდელაკის ლექცია "იდეების შემოწმების ინსტრუმენტები სტარტაპებისთვის" და თამთა გველესიანის ლექცია "პროდუქტის და ბაზრის თავსებადობა".

 პროექტის დაწყებამდე მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლერი გელენავამ. 

დღის მეორე ნახევარში, გუნდებმა ამოცანებზე მუშაობა ქოუჩების მეთვალყურეობის ქვეშ, დამოუკიდებლად განაგრძეს.

 

გააზიარე